მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა, ამის შესახებ მან "ფეისბუქზე" დაწერა.
"კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, გადავედი თვითიზოლაციაში", - წერს მეზვრიშვილი.
ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში უკვე გადავიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.