19 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული. 

"კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა Covid-19 , ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას," - აღნიშნულია "ფეისბუქზე".

თავად კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ ინფიცირების წყარო კონკრეტულად არ იცის. 

"გუშინ დამეწყო სიმპტომები, კარგად ვარ, სახლში ვარ. 37 მაქვს სიცხე, მეტი არაფერი და ცოტა ყელი მტკივა. ინფიცირების წყარო არ ვიცი, ბევრ ხალხს ვხვდებოდი საარჩევნო პერიოდში. ვადგენთ კონტაქტებს და ყველას გავუკეთებთ ტესტს,“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი. 

დღის ამბები