05 სექტემბერი 2026,   21:13
ვრცლად
ზუგდიდის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვას ხმაური მოჰყვა - კომისიის წევრი 46-ე უბნის გადასატანი ყუთის შედეგების გაბათილებას ითხოვდა

ზუგდიდის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვას ხმაური მოჰყვა. კომისიის წევრი "ევროპული საქართველოდან" ბესიკ დონაძე 46-ე უბნის გადასატანი ყუთის შედეგების გაბათილებას ითხოვდა, რადგან, მისი მტკიცებით, ერთ-ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა გაყალბებულია და მასთან გადასატანი ყუთის საარჩევნო ბიულეტენი არავის მიუტანია.

დონაძე ხელმოწერის გასაჯაროებას ითხოვდა, თუმცა, საპასუხოდ კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა ვიდეომასალა წარადგინა, რომელშიც აღნიშნული ამომრჩეველი ამბობს, რომ მან ხმა გადასატანი ყუთის საშუალებით თავად მისცა. რაც შეეხება ხელმოწერას, მესხი ამბობს, რომ ასაკოვან ქალს ხელი უკანკალებს, ამიტომაც მას ხელისმოწერაში დაეხმარნენ.

ბესიკ დონაძის თქმით, ვიდეო მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან ზეწოლის შედეგად არის ჩაწერილი და რის გამოც ზუგდიდის საოლქო კომისი​ის თავმჯდომარეს "ქართული ოცნებისა" და სუს-ის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

. სულ საოლქომ სხდომაზე 6 საჩივარი განიხილა. რაც შეეხება გაბათილებულ 4 344 ბიულეტენს, კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი ამბობს, რომ  ბიულეტენების ძირითადი ნაწილის გაბათილების მიზეზი ის არის, რომ მათზე ამომრჩევლის ნება გამოხატული არ იყო. 

დღის ამბები