28 აპრილი 2024,   02:48
ვრცლად
ვენაში მსხვერპლის რაოდენობა 4-მდე გაიზარდა - ავსტრიის შს სამინისტრო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

ვენაში მსხვერპლის რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ავსტრიელი სამართალდამცველები უკვე ადასტურებენ, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელიც ისლამურ რადიკალურ დაჯგუფებებთან კავშირში იყო. ტერაქტი ვენაში ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათისთვის მოხდა. დაშავებულია 14 ადამიანი - რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკული რჩება.

ცეცხლი შეიარაღებულმა პირებმა ვენის ცენტრში, 6 სხვდასხვა ადგილზე, მათ შორის ქალაქის მთავარ სინაგოგასთან ახლოს გახსნეს. ავსტრიის კანცლერმა მომხდარს ტერაქტი უწოდა. მასშტაბური სპეცოპერაცია და შეირაღებული პირების ძებნა ავსტრიის დედაქალაქში კვლავ მიმდინარეობს კონტროლი გამკაცრდა ჩეხეთ-ავსტრიის საზღვარზე.

ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ სოციალურ ქსელებში არ გაავრცელონ თავდასხმის ამსახველი კადრები. ძალოვან უწყებაში ბრიფინგი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დღის ამბები