04 სექტემბერი 2026,   00:30
ვრცლად
სამეგრელოში COVID-19-ის 200 შემთხვევა დადასტურდა

სამეგრელოში კორონავირუსის 200 შემთხვევა დადასტურდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, აქედან 143  შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 11 - ხობში, 7 - დაფიქსირდა წალენჯიხაში, 2 -  ჩხოროწყუში. დანარჩენი შემთხვევები კი ოკუპირებულ აფხაზეთს უკავშირდება.
მათი ნაწილი უკვე დადასტურებულის კონტაქტია, ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან. 

რუხის კლინიკაში მკურნალობს 125 კოვიდპაციენტი, მათგან 26-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 1-ის მდგომარეობა მძიმეა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 73 პირი.

დღის ამბები