07 მაისი 2024,   19:08
ვრცლად
კიდევ ერთი გადარჩენილი ბავშვი მიწისძვრიდან 91 საათის შემდეგ - იზმირში ნანგრევებიდან ამჯერად 4 წლის გოგონა ამოიყვანეს

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მაშველებმა იზმირში მიწისძვრიდან 91 საათის შემდეგ ოთხი წლის ბავშვი - აიდა გეზგინი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გოგონა მაშველების მიერ ნანგრევებიდან გადარჩენილი 107-ე ადამიანია. მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 104-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი ათასს აღწევს.

თურქეთის ტერიტორიაზე თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის 3 500-ზე მეტი კარავია განთავსებული. თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქში 7 მაგნიტუდამდე სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს დაფიქსირდა.

გუშინ მაშველებმა ასევე გადაარჩინეს 3 წლის გოგონა. ელიფ ფერინჯეკმა ნანგრევებში 65 საათზე მეტი გაატარა.

დღის ამბები