მარტვილში კორონავირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია "კურიერს" მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა როზა ჯანაშიამ დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, პაციენტს ქრონიკული დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა ბოლო დროს დამძიმდა.
ჯანაშია განმარტავს, რომ 31 წლის ქალის სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო, PCR- ით კი დადებითი პასუხი მოვიდა, თუმცა პასუხის მოსვლამდე ქალი საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
როზა ჯანაშია ამბობს, რომ პაციენტი სახლში მკურნალობდა და მას შემდეგ, რაც მდგომარეობა დამძიმდა და კლინიკას მიმართა, კორონავირუსზე ტესტირება სწორედ კლინიკამ მოსთხოვა.
ჯანაშია დასძენს, რომ ქალს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა.