19 მაისი 2024,   12:24
ვრცლად
მსოფლიოში COVID-19-თან დაკავშირებით რეგულაციები მკაცრდება - უნგრეთი და თურქეთი ახალ შეზღუდვებს აწესებენ

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებელი სწრაფად მატულობს. გასულ დღე-ღამეში ამერიკის 7 შტატში ჰოსპიტალიზების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 7 თვის განმავლობაში კი კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი ფაქტი გამოვლინდა საფრანგეთსა და იტალიაში.

ინფიცირებულთან კონტაქტის გამო კარანტინში გადავიდა ისლანდიის პრეზიდენტი.

დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება უნგრეთში, სადაც დაიხურება ბარები და გასართობი დაწესებულებები, ღამის საათებში კი კომენდანტის საათი დაწესდება.

რეგულაციებს ამკაცრებს ნიდერლანდებიც. იკრძალება სხვადასხვა ოჯახიდან ორი ადამიანზე მეტის შეკრება. მთავრობის განცხადებით, შესაძლოა დაწესდეს კომენდანტის საათი და დაიხუროს სკოლებიც.

შეზღუდვებს აწესებს თურქეთიც. კაფეები, რესტორნები, სალონები, საცურაო აუზები, თეატრები და მსგავსი ტიპის დაწესებულებები ღამის 10 საათზე დაიხურება.

დღის ამბები