19 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზით 9 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის დიაგნოზით 9 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მკურნალობდა, რომელთა ასაკი 57-დან 83 წლამდე იყო. 

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, გია კიკაბიძის თქმით, გარდაცვლილი ხუთივე პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. 

"გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 9 პაციენტი გარდაიცვალა, აქედან ორი პაციენტი გარდაცვლილია ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ერთი მედ ცენტრში და ერთი ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში. 5 პაციენტი გარდაიცვალა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ასაკი 57-დან 83 წლამდე, ყველა გარდაცვლილი ქალბატონია. ხუთივე პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, აღენიშნებოდათ სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, პაციენტები იყვნენ მართვით სუნთქვაზე, განუვითარდათ მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი," - განაცხადა გია კიკაბიძემ. 

 

დღის ამბები