24 აპრილი 2024,   02:01
ვრცლად
დედა-შვილის მკვლელობისთვის დაკავებული მამა-შვილი - რა გახდა მკვლელობის მიზეზი

მარნეულში დედა-შვილი მოკლეს. სოფელ ახლოლალოში 39 წლის ქალს და მის 23 წლის ბიჭს სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით მიაყენეს.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დედა-შვილის მკვლელობისთვის დაკავებულია მამა-შვილი. ამ მძიმე დანაშაულში მონაწილე პირები ერთმანეთის ნათესავები არიან. ისინი სოფელში მეზობლად ცხოვრობდნენ. დანაშაულის შემდეგ 38 წლის მამაკაცი და მისი არასრულწლოვანი შვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დანაშაულის იარაღები: სანადირო თოფები პოლიციამ ნივთმტკიცების სახით უკვე ამოიღო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი წარსულში არსებული უთანხმოებაა.

დღის ამბები