06 სექტემბერი 2026,   22:53
ვრცლად
გურჯაანში ოპოზიციამ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა მშვიდობიანი ფორმით გააპროტესტა

გურჯაანში ოპოზიციამ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა მშვიდობიანი ფორმით გაპროტესტა.

"ნაციონალური მოძრაობის" და "ლელო საქართველოსთვის" წევრები მე-10 მაჟორიტარულ ოლქთან იყვნენ შეკრებილები.

ოპოზიციონერების თქმით, კომისიამ ზოგიერთ საჩივართან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნები.

კონკრეტულად, ისინი გარკვეულე უბნებზე, სადაც ოქმში დაწერილ რაოდენობასა და ბიულეტენების რაონებას შორის სხვაობა იყო, უბნების გახსნას მოითხოვენ.

მათი თქმით, კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

მომხდართან დაკავშირებით, მე-10 მაჟორიტარულ ოლქში უპასუხეს. მაია ჩუთლაშვილის ინფორმაციით თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის ოლქში 80-მდე საჩივარია დაწერილი, სადაც, ძირითადად, პროცედურული და ტექნიკური შინაარსის დარღვევებზეა საუბარი, რაც არჩევნების შედეგზე გავლენას ვერ იქონიებს.

დღის ამბები