ოპოზიციამ დღეს რამდენიმე საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თბილისსა და ბათუმს დღეს დაემატა ქუთაისი, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიასთან შეკრებილებმა გზის გადაკეტვა სცადეს. სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცველებთან.
ისანში კი აქტივისტებმა გალია მიიტანეს, რითაც ოპოზიცია კონკრეტულ პირებს ციხეში ჩასმით ემუქრება, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიის წევრებს, სადაც დღეს ასევე გაიმართა ხმაურიანი აქცია. ოპოზიცია აცხადებს, რომ კომისიის წევრები განუხილველად ტოვებენ საჩივრებს.
აქციების გამართვას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის მხარდამჭერები და აქტივისტები ყოველდღიურად გეგმავენ.