04 სექტემბერი 2026,   01:38
ვრცლად
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის ორი ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ერთი ბათუმის სამედიცინო ცენტრში და ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას

როგორც ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, გია კიკაბიძე განმარტავს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილ 89 წლის მამაკაცს ვირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა. 

"აჭარაში გარდაცვალების 4 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან ორი ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ერთი ბათუმის სამედიცინო ცენტრში და ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

ჩვენთან გარდაიცვალა 89 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობა შემოსვლისთანავე შეფასებული იყო როგორც მძიმე, აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონია, ფილტვის ქსოვილის მაღალი პროცენტული დაზიანებით, იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე.მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და დაფიქსირდა გუშინ ბიოლოგიური სიკვდილი. მას აღენიშნებოდა გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია," - განაცხადა გია კიკაბიძემ. 

დღის ამბები