19 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს COVID-19 დაუდასტურდა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, ვიდრე ის დაინფიცირდებოდა კორონავირუსი მის გარემოცვაში სტიქაროსანს და მღვდელსაც დაუდასტურდა.

როგორც მიტროპოლიტი ნიკოლოზი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ჰყვება, მას კორონავირუსის სიმპტომებიდან ძირითადად ყნოსვისა და გემოს დაკარგვა აქვს. როგორც მღვდელმთავარი აცხადებს, ის გარკვეულწილად რისკ-ჯგუფშია, რადგან შაქრიანი დიაბეტი აქვს.  ასევე მისი თქმით, მას გარკვეული დაზიანებები აღენიშნება ფილტვზეც და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.

მიტროპოლიტი ნიკოლოზი თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე საზოგადოებას რეკომენდაციებსაც უზიარებს და ურჩევს რომ სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ფეხით სიარული და მოძრაობა.  

მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ბოლო პერიოდში არც საპატრიარქოში ყოფილა და საპატრიარქოში მისგან კორონავირუსის გავრცელების გარკვეული რისკები თავიდან იქნა აცილებული.

აღნიშნული შემთხვევა უკვე მეორეა, მიტროპოლიტ ნიკოლოზამდე COVID-19 ​ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილსაც დაუდასტურდა 

დღის ამბები