თელავში კორონავირუსით 86 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ის თელავის რაიონულ საავადმყოფოში 10 დღის წინ ტემპერატურით და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს.
როგორც საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, ხანდაზმულს COVID-19-თან ერთად, სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.
ზურაბ საჩიშვილის განმარტებით, ექიმების არაერთი მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ხანდაზმული თელავის რაიონულ საავადმყოფოში გუშინ დილით გარდაიცვალა.