06 სექტემბერი 2026,   22:48
ვრცლად
თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია გრძელდება ბათუმშიც - მოქალაქეები მთავრობის სახლთან იკრიბებიან

თბილისის პარალელურად აქცია გრძელდება ბათუმშიც. ქალაქში გაშლილია კარვები, სადაც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა ღამე გაათენეს.

მოქალაქეები უკვე იკრიბებიან მთავრობის სახლთან, სადაც ამ დროისთვის, 5 კარავია გაშლილი.

დამონტაჟებულია სცენა და სპეციალური ტექნიკა ხმის გამაძლიერებლებით. რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს ლიდერების სიტყვით გამოსვლები.

"მთავარია ახლა კომენდანტის საათი. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ჩვენ ვრჩებით და ბოლომდე ვაგრძელებთ ჩვენი ხმების დაცვას. პირველ რიგში, ვიდრე არ იქნება მთავარი მოთხოვნა დაკმაყოფილებული, რომ გადადგეს თამარ ჟვანია დაკავებული თანამდებობიდან თავის გუნდთან ერთად და ჩავატაროთ ხელახალი არჩევნები,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი ბექა დიასამიძე.

"ყველამ კარგად ვიცით, რატომ არის დღეს 22:00 საათიდან შეზღუდვა, იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნების ფონზე, ბიძინა ივანიშვილმა არ იგრძნოს მძლავრი საპროტესტო მუხტი. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ ვემორჩილებით, გავაგრძელებთ აქციას, ვაპირებთ გავაპროტესტოთ გაყალბებული არჩევნები და ბიძინა ივანიშვილი ვაიძულოთ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები,"- აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია" გიორგი კირთაძე.

დღის ამბები