11 მაისი 2024,   01:16
ვრცლად
ფოთში ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება

უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 9 ნოემბრიდან წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა ფოთშიც.

კერძოდ, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეეზღუდებათ როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებით მოძრავ მოქალაქეებს.

მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, ფოთი სატრანზიტო ქალაქია და ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს არ შეეხება.

სხვა დიდი ქალაქების მსგავსად შეზღუდვები ამოქმედდა ქუთაისშიც. იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის თქმით, შეზღუდვა  მძიმე ეპიდვითარების გამო დაწესდა. მისი თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში არ არის გამორიცხული, გაიზარდოს წერტილოვანი შეზღუდვები.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით 9 ნოემბრიდან თბილისი, ქუთაისი,,ბათუმი,,რუსთავი, ზუგდიდი,გორსა და ფოთში 22:00 საათიდან 5 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითან ისე სატრანსპორტო საშუალებებით.

დღის ამბები