19 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ზუკა ბერძენიშვილი ვაჟა სირაძის მანქანას გადაუდგა და შეჩერება სცადა - აქტივისტი დააკავეს

აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ზუკა ბერძენიშვილი იყო. ბერძენიშვილი საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის მანქანის შეჩერება სცადა, წინ გადაუდგა, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.

აქციაზე დააკავეს ასევე, ლექსო მაჭავარიანი, მან პარლამენტთან შეშის მიტანა სცადა, თუმცა ამის საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს - მიზეზად კი შეშა, როგორც ინციდენტის მაპროვოცირებელი ნივთი დასახელდა. მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება ლექსო მაჭავარიანსა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის. 
პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მოხდა მოძრაობა "სირცხვილიას" კიდევ ორი აქტივისტის - ნოდარ რუხაძესა და გიორგი მჟავანაძე დაკავება.

მას წინ სამართალდამცველებთან შელაპარაკებები და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა.

დღის ამბები