COVID-19-ის შემთხვევების მატების პარალელურად თურქეთი შეზღუდვებს ამკაცრებს. ანკარასა და სტამბოლში 65 წელს გადაცილებული პირებისთვის სახლის დატოვება მხოლოდ დილის 10-დან 16 საათამდე იქნება დასაშვები.
გასულ დღე-ღამეში გაზაფხულის შემდეგ გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში.
ვირუსის გავრცელების შესამცირებლად ღამის საათებში კომენდანტის საათი გამოცხადდა ირანში, ლიბანში კი საყოველთაო კარანტინი დაწესდა.