ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.9%-ით გაიზარდა და II კვარტლისთვის რეკორდული მაჩვენებელი - 67.5 მლრდ ლარი შეადგინა.
უწყების ცნობითვე, საანგარიშო პერიოდში ბიზნეს სექტორის გამოშვების მაჩვენებელი 25.7 მლრდ ლარს გაუტოლდა, რაც 10.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და II კვარტალის ჭრილში რეკორდულ ოდენობას წარმოადგენს.
"ბიზნეს სექტორში ეკონომიკური აქტივობის ზრდის პარალელურად, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა" - აღნიშნავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციაში.