ზუგდიდში კორონავირუსით 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. კურიერის ინფორმაციით, კოვდინფიცირებულ მამაკაცს, რომელიც ბინაზე მკურნალობდა, თანმხლები მძიმე დაავადება ჰქონდა. პაციენტს COVID-19 2 ნოემბერს დაუდასტურდა, დღეს კი გარდაიცვალა.
სულ ზუგდიდში ვირუსის ახალი 136 შემთხვევაა გამოვლენილი.