ოზურგეთში კორონავირუსით 62 წლის ქალი გარდაიცვალა, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ჰქონდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამდე სახლში იმყოფებოდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ ის ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" მივიდა, სადაც გამოკვლევებით მას COVID-19 დაუდგინდა, მას თირკმლის ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა.
პაციენტის გადაყვანა ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" გადაწყდა, თუმცა ქალი კლინიკაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.