ბათუმში 73 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა - მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ის პალატაში მარტო იმყოფებოდა.
ამ ეტაპზე პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. მას გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები დაუდგინდა.
პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.