სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე რამდენიმე პირი დაიკითხა.
გამოკითხვიდან გამოსულების თქმით, მთავარი კითხვები იყო - იცნობენ თუ არა ისინი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, დიმიტრი შაშკინსა და დევი ჭანკოტაძეს.
გამოკითხულები და მათი უფლებადამცველები საქმის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბრალდება აბსურდულია.
"კარგად ვიცით როგორ აწუხებს ხელისუფლებას ობიექტური დამკვირვებლები არჩევნებზე და ცდილობენ მათი მოქმედებები შეზღუდონ. ცესკოში რეგისტრირებულ დამკვირვებლებს ეკითხებოდნენ, რას და როგორ აკვირდებოდნენ," - აღნიშნავს ადვოკატი ბექა ბასილაია.