საქართველოში ბოლო 24 საათში 3120 ახალი კოვიდინფიცირების დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ამ დროისთვის ქვეყანას 69 681 კორონავირუსიანი პაციენტი ჰყავს.
ასევე ბოლო 24 საათში 2358 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19 სულ 51 269 ადამიანმა დაამარცხა.
ახალი მონაცემების მიხედვით, კორონავირუსს ბოლო დღე-ღამეში 33 პაციენტი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ამ დროსითის 599-ია.