02 მაისი 2024,   23:02
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წევრებს ხვდება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წევრებს ხვდება. შეხვედრაზე განიხილეს საწოლების მობილიზების საკითხი და აღნიშნეს, რომ ნოემბრის თვეში 5 700 საწოლი იქნება მობილიზებული. ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, გეგმა 8 400-მდე საწოლის მობილიზებაა.

"უკვე მობილიზებული არის 5 700 საწოლი და კიდევ დამატებით რა გეგმაც ჩვენ გვაქვს ვთვლით, რომ 8 400 საწოლამდე ავა. ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა არის ჩაშლილადაც რამდენი ინტენსიური და რამდენიმე სარეანიმაციო საწოლი არის და ამის მოტივაციის გაზრდაც, რომ საავადმყოფოებს ჰქონდეთ მოტივაცია და სტიმული, რომ ჟანგბადიანი საწოლების მოწოდება - ამასთან დაკავშირებითაც არის გეგმა და მუშაობენ უკვე, ეს ყველაფერი არის პროცესში," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მხოლოდ ტესტირება და მოვლა პანდემიის პროცესს ვერ შეაჩერებს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე ასევე სხვა დამატებით შეზღუდვებზეც იმსჯელეს.

"მარტო ტესტირება და მარტო მოვლა ამ პროცესს ვერ შეაჩერებს. იცით, რომ ქვეყანამ გაამკაცრა გარკვეული შეზღუდვები, წერტილოვანი და არა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ჩვენ ასევე დღეს მინისტრთან ვიმსჯელეთ მე ახლა უბრალოდ დღეს ჯერ არ გავამჟღავნებ, სანამ რა თქმა უნდა ეს საკითხები არ განიხილება საკოორდინაციო საბჭოზე, კიდევ სხვა ტიპის შეზღუდვებთან მიმართებაში, რამე თუ იყოს ბალანსი კარგი, ერთის მხრივ შეზღუდვები ოღონდ გონივრულობის ფარგლებში, რომ ამან არ იმოქმედოს სერიოზულად ეკონომიკურ განვითარებაზე ქვეყნის და მეორეს მხრივ ჯანდაცვის სისტემის და თვითონ მოსახლეობის მზადყოფნა, რომ ჩვენ სწორი პასუხი მივცეთ ამ დიდ გამოწვევას, რომელიც მთელი მსოფლიოს და განსაკუთრებით მოგეხსენებათ გამოირჩევა ახლა ევროპის რეგიონი, სადაც ჩვენ შევდივართ, ევროპის რეგიონში გვაქვს ყველაზე სწრაფი ზრდა სამწუხაროდ კოვიდ პანდემიისა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები