გიორგი შაქარაშვილის ბიძის, ოჯახის ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განცხადებით, შაქარაშვილის ოჯახი მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
"ოჯახის მოლოდინი გამართლდა იმ ნაწილში, რომ ყველა დამნაშავედ იქნა ცნობილი. ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით სასამართლოს ობიექტურობაში და დარწმუბებულები იმაში, რომ მტკიცებულებები იყო სავსებით საკმარისი ბრალდებულების გასამტყუნებლად. რაც შეეხება სასჯელის ნაწილში სხდომას, ეს ცალკე განხილვის საგანია, არასრულწლოვანთა კოდექსიდან გამომდინარე, სიახლე ქართულ მართლმსაჯულებაში და შესაბამისად, სასჯელს ყველა ერთად მოვისმენთ. დღევანდელი პროცესით კმაყოფილები ვართ და ვთვლით, რომ გადაწყვეტილება ობიექტურია,"-აცხადებს გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.