06 სექტემბერი 2026,   17:44
ვრცლად
აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ხმაურია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიასთან - უსკოში შემაჯამებელი სხდომა მიმდინარეობს, შენობის გარეთ კი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები არიან შეკრებილები. მათ უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობაზე შემაჯამებელი ოქმების ასლები გააკრეს და თქვეს, რომ ამ შენობაში გაყალბდა ხალხის არჩევანი.

თავდაპირველად სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს შენობის ფასადზე ოქმების გაკვრის საშუალება არ მისცეს რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით უსკოსთან შეკრებილებმა ოქმები მაინც გააკრეს. სხდომაზე ასევე არ შეუშვეს ოპოზიციის წარმომადგენლები რომელთაც ცესკოს აკრედიტაცია ჰქონდათ. უსკოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ საჭიროა უსკოს აკრედიტაცია, თან სხდომათა დარბაზში შეზღუდულია ადგილების რაოდენობა და ყველა დაინტერესებულ პირს ვერ დაუშვებენ.

დღის ამბები