3504 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში ისევ მზარდია. დღეს კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორისაა 32 წლის ქალი აჭარიდან. ის მკურნალობას გადიოდა ბათუმის სამედიცინო ცენტრში. არსებული ინფორმაციით, მას თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, კერძოდ, შაქრიანი დიაბეტი და დამოკიდებული იყო ინსულინზე.
როგორც სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, მას შემდეგ რაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
გარდა ამისა, აჭარაში კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა, რომელთა ასაკი 47-დან 86 წლამდე იყო.
"აჭარაში გარდაიცვალა 7 პაციენტი, ასაკი 32 წლიდან 86 წლამდე. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილია 4 პაციენტი, 3 პაციენტი სხვა კლინიკებში - ერთი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, ერთი ბათუმის მედ ცენტრში და ერთი ბათუმის სამედიცინო ცენტრში. ჩვენთან გარდაცვლილი პაციენტები იმყოფებოდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში, ოთხივეს აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, ფილტვების დაზიანებით, მაღალი პროცენტით. იმყოფებოდნენ მართვით სუნთქვაზე,“ - განაცხადა გია კიკაბიძემ.