62-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე წვრთნები დაასრულა. "ორფოლოში" წვრთნების დასკვნითი ეტაპი საბრძოლო სროლებით შეაჯამეს.
10-დღიანი წვრთნების მიზანი საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.