26 აპრილი 2024,   06:34
ვრცლად
მოლდოვაში არჩევნების მეორე ტურია - პრეზიდენტობისთვის მოქმედი პრეზიდენტი და ექს-პრემიერი იბრძვიან

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურია. ქვეყნის პირველი პირის თანამდებობისთვის ორი კანდიდატი – მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ექს-პრემიერი მაია სანდუ იბრძვიან.

სანდუმ არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა 36.16% მოიპოვა. მოქმედმა პრეზიდენტმა კი – 32.61%.

ქვეყნის მაშტაბით 2 ათასი საარჩევნო უბანი დილის 7:00 საათზე გაიხსნა. პანდემიის გამო, საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩევლებს პირბადეებს ურიგებენ. ასევე აუცილებელია, რომ უბანზე ამომრჩევლები საკუთარი კალმით მივიდნენ. მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნებს 2 ათასი ადგილობრივი და 300 საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება.

დღის ამბები