ამოქმედდა ახალი პორტალი, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, საკუთარი ოჯახის ექიმი იპოვონ, ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პორტალზე პირადი ნომრის მითითებით მოქალაქეები შეძლებენ გაარკვიონ, რომელ პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან მიმაგრებულები, შეიტყობენ მათი ოჯახის ექიმის ვინაობას და ტელეფონის ნომერს.
"ეს ყველაფერი ჩვენ შევიმუშავეთ გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი არის სამედიცინო მომსახურეს ხარისხის გამოსწორება.
ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს, იმ პაციენტებს, ვისაც უკიდურესად ესაჭიროებათ სასწრაფო დახმარების მომსახურება, ექნებათ ნაკლები ლოდინის დრო," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.