26 დეკემბერი 2024,   11:02
ვრცლად
ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ოპოზიციას დებატებში მონაწილეობა შესთავაზა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში ინიციატივით გამოვიდა. ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანებს გადაცემის ფორმატი შესთავაზა, სადაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წევრები ერთმანეთს პირდაპირ ეთერში დაუპირისპირდებიან. 

"გთავაზობთ რომ შევქნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები და გარწმუნებთ, რომ დამტკიცდება ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია. 

ახლა თემა ხომ არის კონკრეტული - საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები, მანიპულაცია. დავსხდეთ დებატების ფორმატში და დავამტკიცებთ უტყუარად იმას, რომ ყველაფერი რასაც ისინი ამბობენ, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, არის სპეკულაციები და მანიპულაციების,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები