03 სექტემბერი 2026,   18:30
ვრცლად
როგორ ცდილობს საქართველო პანდემიასთან გამკლავებას - ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტის სესიაზე დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა

როგორ ცდილობს საქართველო პანდემიასთან გამკლავებას - საქართველოს მიერ დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ინოვაციური სამიტის სესიის გახსნაზე. დელეგატებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ონლაინ მიმართა. 

"მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. საქართველომ დროულად და სწორად შეაფასა ვირუსის რისკი და გამოიყენა ყველა მექანიზმი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის. მთავრობამ ვირუსთან ბრძოლის პირველი ფაზა COVID-19-ის პირველი შემთხვევის დადასტურებამდე ერთი თვით ადრე დაიწყო. ასევე დაიწყო კომუნიკაციის ინტენსიური კამპანია ცნობიერების ამაღლების მიზნით. უნდა აღინიშნოს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიმართულებით. ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 6 000-ზე მეტი საწოლი და იგეგმება 2 500-ზე მეტი საწოლის დამატება საჭიროების შემთხვევაში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამინისტროსა და სამედიცინო გუნდის მიერ ჩამოყალიბებული მოდელი სამედიცინო პერსონალს საშუალებას აძლევს ეფექტურად გაუწიოს კონტროლი ვირუსს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

სამიტი "კატარის ფონდის" ინიციატივით შედგა და მას კატარისა და სინგაპურის ჯანდაცვის მინისტრები, ასევე შვედეთის და დიდი ბრიტანეთის ეპიდემიოლოგები ესწრებოდნენ.

დღის ამბები