19 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
კორონავირუსი თენგიზ ცერცვაძის მეუღლესაც დაუდასტურდა - მკურნალობას ორივე სახლის პირობებში გადის

კორონავირუსი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს, ანა თოფურიასაც დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიების ცენტრი ავრცელებს.

კლინიკის ინფორმაციით, მას რაიმე გამოკვეთილი სიმპტომი არ აწუხებს და ისიც სახლში მკურნალობს. რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძეს, მას გუშინ ხველა, ყელის ტკივილი და სხეულის ტემპერატურა 37.8 გრადუსი აღენიშნებოდა.  ამ დროისთვის, თენგიზ ცერცვაძეს იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა სხეულის ტემპერატურა შედარებით დაბალია.

თენგიზ ცერცვაძე და ანა თოფურია სახლის პირობებში შესაბამისი დადგენილი გაიდლაინის და პროტიკოლის მიხედვით მკურნალობენ.

დღის ამბები