19 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში დაფიქსირდა კორონავირუსით გარდაცვალების 37 ფაქტი. მათ შორის თბილისში -  19,  აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1.

აჭარაში გარდაცვლილი 9 ადამიანიდან 4 გარდაიცვალა ბათუმის სამედიცინო ცენტრში, 1 მედალფაში, 1 მედცენტრში, ხოლო ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილია 3 პაციენტი, ასაკი 70-დან 80 წლამდე.

"სამივე პაციენტის მდგომარეობა ფასდებოდა, როგორც კრიტიკული, იმყოფებოდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე," - აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.

ქუთაისის კლინიკა "ბომონდის" კლინიკური მენეჯერის მამია ყიფიანის თქმით, მათ კლინიკაში 79 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში 11-ში იქნა სასწრაფოს მიერ შეყვანილი. მამაკაცი მძიმე მდგომარეობაში იყო, მას ფილტვის 80%-იანი დაზიანება და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

დღის ამბები