სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზი - 111 ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან/და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ მოზარდებს სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს.
სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვის მიზნით, არასრულწლოვანს 13-დან 18 წლამდე, ხოლო სრულწლოვანს 18-დან 25 წლის ჩათვლით, ვინც თვლის, რომ დამოკიდებულია ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე ან/და აზარტულ თამაშებზე 111-ზე დარეკვა დღეიდან შეეძლებათ.
"ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს: ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდებას, ადიქტოლოგის /ექიმი ნარკოლოგის მომსახურებას, სოციალური მუშაკის მომსახურებას და ფსიქიატრის მომსახურებას (საჭიროების შემთხვევაში).
მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, საგანგაშოა არასრულწლოვნებსა და სრულწლოვნებში ადიქციის პრობლემა. ეს არის უკონტროლო, აკვიატებული და არაჯანსაღი ლტოლვა, მიჯაჭვულობა ვინმეს/ან რაიმეს მიმართ, რომლის გარეშე ადამიანი თავს არაკომფორტულად და დაუცველად გრძნობს. ადიქციის პრობლემა გამოიხატება: ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ალკოჰოლის უკონტროლო მოხმარებით; აზარტულ, კომპიუტერულ თამაშებზე და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებით.
სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვის მიზნით, აუცილებლად დარეკეთ "ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე – 111". 111-ზე ზარის განხორციელება უფასოა, კონსულტირება და სარეაბილიტაციო მომსახურებაში ჩართვა შესაძლებელია, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 19:00 საათამდე,"- ნათქვამია განცხადებაში.
"ბავშვთა უფლებების ცხელ ხაზზე" - 111. ზარის განხორციელება და მომსახურების მიღება - უფასოა.