19 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა ნარჩუნდება - კლინიკებში ამ დროისთვის 836 მძიმე პაციენტი მკურნალობს

საქართველოში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკა ნარჩუნდება - კლინიკებში ამ დროისთვის 836 მძიმე პაციენტი მკურნალობს. კვლავ აღმავალია ვირუსით გარდაცვლილთა დინამიკა. ბოლო 24 საათში ვირუსს ემსხვერპლა 37 ადამიანი.

გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 65-დან 75 წლამდე მერყეობს. კოვიდ 19-ს ემსხვერპლნენ ვირუსთან ბრძოლაში ჩართული ექიმებიც. გარდაიცვალნენ სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო დახმარების დირექტორი, შუახევის კლინიკის ექთანი და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებით კვლავ ცხელი წერტილებია თბილისი, ბათუმი და ქუთაისი. ინფექციის ახალი 3 443 შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირდნენ ხობის კოლხეთის ფეხბურთელები. 

ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 89 395 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 71 468 გამოჯანმრთელდა, 815 კი გარდაიცვალა.

 

დღის ამბები