06 სექტემბერი 2026,   22:57
ვრცლად
აშშ-ს მხარდაჭერით საქართველოს თავდაცვის ძალები ამერიკული წარმოების ხელის ტყვიამფრქვევებით აღიჭურვა 

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები ამერიკული წარმოების M249 ტიპის ხელის ტყვიამფრქვევებით აღიჭურვა.

საერთო საჯარისო ცენტრში ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა სპეციალური მომზადების ორკვირიანი კურსი გაიარეს, სადაც ამერიკელმა ინსტრუქტორებმა მათ ტყვიამფრქვევის სათანადოდ გამოყენების მიზნით თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარეს.

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ახალი ტიპის ტყვიამფრქვევებით დაკომპლექტება, აღჭურვილობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროცესს წარმოადგენს.

დღის ამბები