კორონავირუსით გოგნის მთავარანგელოზთა ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი შიო სინატაშვილი გარდაიცვალა.
ინფორმაცია "კურიერს" ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მეუფის თანაშემწემ, მთავარუხუცესმა იოანე რევიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, მეუფეს ვირუსის სიმპტომები ორი კვირის წინ აღმოაჩნდა. ის სახლში მკურნალობდა და კლინიკაში დაგვიანებით მივიდა. მღვდელმონაზონს თანმდევი დაავადებაც ჰქონდა.
"ერთი კვირის წინ აღმოაჩნდა სიმპტომები, სახლში მკურნალობდა, არ იყო მძიმედ და არც ელოდა გართულებას. ერთი კვირის წინ დამძიმდა. გადაიყვანეს ქუთაისში კლინიკაში, მაგრამ ვერ მოხერხდა გადარჩენა. მას დიაბეტიც და ასთმაც ჰქონდა და ალბათ, ამან გაართულა. 43 წლის იყო," - განაცხადა იოანე რევიშვილმა.
იოანე რევიშვილის თქმით, ისიც ინფიცირებული იყო და რამდენიმე დღის წინ გამოჯანმრთელდა.