19 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

ინფექციური საავადმყოფო გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. 

თენგიზ ცერცვაძე, რომელიც თვითონაც ინფიცირებულია, მიიჩნევს, რომ საზოგადოების უყურადღებობამ განაპირობა მნიშვნელოვნად შემთხვევების სწრაფი მატება.

"მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და, პრაქტიკულად, უარი თქვა აუცილებელი რეგულაციების შესრულებაზე,"- წერს ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყნის და ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის შესაძლო მოკლე ვადაში გამოსასწორებლად.

თენგიზ ცერცვაძე საზღვარგარეთ მოღვაწე ექიმების კრიტიკასაც ეხმიანება:

"რატომღაც შეიმჩნევა ტენდენცია, რომ საზღვარგარეთ მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ექიმი თავს ვალდებულად თვლის, რომ საქართველოში COVID საწინააღმდეგო ღონისძიებების, მათ შორის COVID-19-ით პაციენტების კლინიკური მართვის შეფასებისას ნეგატიურად წარმოაჩინოს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის და ექიმების საქმიანობა და ხაზი გაუსვან, რომ მათთან ყველაფერი გაცილებით უფრო უკეთესად და მაღალ დონეზე კეთდება. ეს არის უკეთეს შემთხვევაში ტენდენციური დამოკიდებულება მათი მხრიდან, ხოლო უარეს შემთხვევაში - დიდი ტყუილი,"-წერს ცერცვაძე

დღის ამბები