19 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
საქართველოს კლინიკების ასოციაცია საველე ჰოსპიტლების გახსნის რეკომენდაციით გამოდის

საქართველოს კლინიკების ასოციაცია არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით მთავრობას მიმართავს და საველე ჰოსპიტლების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს. განცხადებაში საუბარია, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მწვავე ფაზაში ჯანდაცვის სისტემაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ნაკლოვანებებმა და ხარვეზებმა, სასიცოცხლოდ აუცილებლობას წარმოადგენს სისტემის დაკომპლექტება პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკვალიფიციური კადრით და ასევე უცხოეთიდან მოწვეული იქნან  ის ქართველი ექიმები, რომელთაც დაუგროვდათ საკმაო კვალიფიკაცია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, კლინიკურ მენეჯმენტში და ჯანდაცვის სისტემის მართვის საკითხებში.

"სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სამოქალაქო სექტორს დაეხმაროს სამხედრო სამედიცინო სამსახური, რეკომენდებულია დიდი კლინიკების მიმდებარედ, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაუყოვნებლივ გაიხსნას სამხედრო საველე ჰოსპიტლები (100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით, აპარატურით, გათბობისა და კონდიცირების სისტემებით). ვირუსთან ბრძოლის საქმეში აქტიურად უნდა ჩაერთოს სამხედრო ექიმები, სამხედრო მედდები და სანიტრები.

კორონავირუსთან ბრძოლის გაუმჯობესების მიზნით აუცილებლობას წარმოადგენს რეგულაციების გამკაცრება, მაგრამ არა "ლოკდაუნი". სრულ შეზღუდვებს საქართველოს ეკონომიკა და სოციალური სფერო ვერ გაუძლებს. სამუშაო ადგილების შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ყოველივეს გათვალისწინებით რეკომენდებულია:

· მოწყვლადი ჯგუფისთვის კვლავ ამოქმედდეს პრინციპი - "დარჩი სახლში".

· შეიზღუდოს საზოგადოების თავშეყრის ადგილებში საპენსიო ასაკის მქონე ადამიანების გადაადგილება, ვინაიდან მათში ხშირია ქრონიკული დაავადებები.

· შეიზღუდოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა, რეკომენდებულია მიკროავტობუსში, ავტობუსში და მეტროს ვაგონში მხოლოდ მჯდომარე მდგომარეობაში მგზავრობა, დისტანციის დაცვით. (ფეხზე დგომით მგზავრობა არარეკომენდირებულია ვინაიდან ვირუს ახასიათებს დალექვა და ადვილად შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ახლოს მჯდომ მგზავრს).

· სავაჭრო ობიექტებს დაერთოთ ნება განაგრძონ მუშაობა დისტანციის დაცვით, რეკომენდებულია 10 კვადრატული მეტრის მქონე ფართში ერთდროულად მხოლოდ 4 ადამიანის ყოფნა.

· ნებისმიერი კვების ობიექტი რეკომენდებულია მუშაობდეს ღია სივრცეში და დაცული იყოს დისტანცია მაგიდებს შორის მინიმუმ 4 მეტრი.

· სილამაზის სალონებში რეკომენდებულია დაცული იყოს დისტანცია სავარძლებს შორის, გამოვიყენოთ ერთჯერადი წინსაფრები და ყოველი მომსახურების შემდეგ სტილისტის ხელსაწყოები დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.

· სტომატოლოგიური კლინიკების უსაფრთხო საქმიანობისთვის რეკომენდებულია ყველა პაციენტს სტომატოლოგიური დახმარების გაწევამდე ადგილზე ჩაუტარდეს კორონავირუსის ანტიგენზე დამყარებული სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტი, რომლის რეზულტატი ცნობილია 10-15 წუთში,"- აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები