ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, იმ ადამიანებს, ვისაც ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდება, მათ ხარჯზხე საწოლების გამოთავისუფლება უნდა მოხდეს. კლინიკა ”ნეოლაბის” კლინიკური განყოფილების გამგემ "დღის კურიერში" განმარტა, რატომ არის ბინაზე მკურნალობა მნიშვნელოვანი.
"საწოლების გამოთავისუფლება არასაჭირო ჰოსპიტალიზაციისგან, არის წამყვანი, გადამწვეტი. ბინაზე მკურნალობას მიჩვეული არ ვიყავით და ქაოსი გვაქვს ამ მხრივ, ვინ წვება და ვინ რჩება სახლში ეს უნდა დავხვეწოთ. ადამიანებმა თვითონაც უნდა გააცნობიერონ რომ, თუ ეუბნება ექიმი არ გჭირდება სტაციონარი, ნუ ცდილობს შემოვლითი გზებით მოხვდეს საავადმყოფოში, სამწუხაროდ, ასეთი არაერთი შემთხვევაა და ძალიან ბევრი საწოლი დაკავებულია იმ ხალხით, ვინც თავისუფლად შეიძლება მკურნალობდეს ბინაზე და ისინი, ვისაც აუცილებლად სჭირდება, რჩებიან ბინაზე, იმიტომ რომ ვერ გადადიან სტაციონარში. ეს სწრაფად უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება,"-აცხადებს მაია ბუწაშვილი.
მისივე განცხადებით, საზოგადოებას ჯერ ისევ არ აქვს გაცნობიერებული საფრთხის სიმძიმე.
"ადამიანები, ისევ წარმატებით იკრიბებიან, იხდიან წვეულებებს, დაბადების დღეებს, დადიან პანაშვიდებზე და ახლა ისევ აქტუალური გახდა მოწოდება - დარჩი სახლში, თავშეყრები მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, იმიტომ რომ ვირუსი ელვის სისწრაფით ვრცელდება და უნდა ვეცადოთ რომ შევაკავოთ,"-აღნიშნა დღის კურიერში მაია ბუწავილმა.
ბუწაშვილის განმარტებით, კოვიდვაქცინა საქართველოში შესაძლოა 2021 წლის გაზაფხულზე, რისკის ჯგუფის მქონე ადამიანებისთვის შემოვიდეს.
"მასიური ვაქცინაცია ჩვენი მოსახლეობის, ასე მარტივად ვერ მოხდება, თუ ჩვენი სახელმწიფო მოახერხებს იმას, რომ რისკჯგუფებისთვის რაღაც რაოდენობა შემოიტანოს, ეს დიდი გამარჯვება იქნება და ამის იმედი გვაქვს,"-აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.