24 იანვარი 2021,   07:38
ვრცლად
უკანონო პატიმრობის მეოთხე დღე - 65 წლის მირიან თაზიაშვილი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

ზარდიანთკარის მკვიდრი, 65 წლის მირიან თაზიაშვილი უკვე მეოთხე დღეა ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. თუ რა პირობებში მოხდა მამაკაცის გატაცება ოჯახის ახლობლებისთვის კვლავ უცნობია.

მათი ინფორმაციით, თაზიაშვილს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არც ბაღი ჰქონდა და არც საქონლის მწყემსვასთან იყო კავშირში.

ცხინვალის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრების, მათ შორის მირიან თაზიაშვილის საკითხი, გუშინ ჟენევის თანათავმდჯომარეებმა მოსამზადებელ შეხვედრაზე განიხილეს.

ცხინვალის ციხეში თაზიაშვილის გარდა ამ დრომდე რჩებიან საქრთველოს მოქალაქეები - ზაზა გახელაძე, გენადი ბესტაევი და ირაკლი ბებუა.

დღის ამბები