20 აპრილი 2024,   06:40
ვრცლად
ქუთაისში სტუდენტები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეღავათის დაწესებას ითხოვენ

ქუთაისში სტუდენტები ტრანსპორტზე შეღავათის დაწესებას ითხოვენ. მათი თქმით, მერიამ უკვე შემოიყვანა მუნიციპალური ტრანსპორტი და შესაძლებელია სტუდენტებს შეღავათი დაუწესონ.

სტუდენტები დღეს მერიასთან შეიკრიბნენ, ხელისუფლებას ერთი წლის გაცემული დაპირება შეახსენეს და თქვეს, რომ მზად არიან აღნიშნულ საკითხზე იმსჯელონ.

მათი თქმით, სტუდენტებს დღეში რამდენჯერმე უწევთ ტრანსპორტით სარგებლობა და მსგავსად სხვა დიდი ქალაქებისა აუცილებელია შეღავათი.

დღის ამბები