დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი - ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო სამინისტრო მოსკოვსა და სოხუმს შორის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის დამტკიცებას.
საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ რეგიონებს შორის დადებული ნებისმიერი სახის "შეთანხმება", "მემორანდუმი" თუ "პროგრამა" უკანონოა და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს.
საქართველოს საგარეო სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოკუპანტ სახელმწიფოს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.