"ლელო" საველე ჰოსპიტლების მოწყობას მოითხოვს. პარტიის წევრები აცხადებენ, რომ მთავრობა არ იყენებს იმ საველე ჰოსპიტლებს, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ, თავდაცვის სამინისტროში დევს.
მათი განცხადებით, სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი. მათ შორის, პროცესში უნდა ჩაერთონ სამხედრო ექიმები და ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების რესურსი.