ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ამ ეტაპზე ინფიცირების 118 690 შემთხვევაა გამოვლენილი.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3 200-ია და სულ ამ დროისთის კორონავირუსი საქართველოში 98 781-მა პაციენტმა დაამარცხა.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 200 პირი," - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.