კორონავირუსი ახალ მასშტაბებს იძენს და სამუშაო პროცესს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც ართულებს. ყოველდღიურად იზრდება ექიმების ინფიცირების შემთხვევებიც, რის გამოც სხვადასხვა სერვისის მიწოდება შეფერხდა.
9 დეკემბრამდე მუშაობა და პაციენტების მიღება შეწყვიტა კარდიოლოგიურმა კლინიკამ "გული". კლინიკაში ყველა განყოფილება, მათ შორის ინტენსიური თერაპიის და თერაპიულ-კარდიოლოგიური განყოფილებაც დაიკეტა. მიზეზი ექიმებისა და ექთნების კორონავირუსით ინფიცირებაა. ამ ეტაპზე კლინიკაშუ მხოლოდ კარდიოქირურგია მუშაობს.
"თითქმის ყველა ექიმს სამის გამოკლებით დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში კორონავირუსი და ექთნების უმრავლესობას. 30-მდე ექიმი და 40-მდე ექთანს. კოვიდპაციენტები არ მკურნალობდნენ ჩვენთან, მაგრამ გულით ავადმყოფებს ემართებოდათ კორონავირუსი, არ იცოდნენ მაგის არსებობა, ჩვენ ვგებულობდით და მერე ვადასტურებდით ამას, რომ კორონავირუსი ჰქონდათ და 2-3 დღე ვერ გადაჰყავდათ სპეციალიზირებულ კლინიკაში და ამან გამოიწვია ასეთი მასიური ინფიცირება," - აცხადებს კარდიოლოგიური კლინიკა "გულის" დირექტორი ანზორ მელია.