20 აპრილი 2024,   06:04
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ფაქტი დაფიქსირდა. პაციენტების უმრავლესობა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა

"გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 6 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. 1 ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში, 1 ბათუმის სამედიცინო ცენტრში და სამწუხაროდ, 4 პაციენტი გარდაიცვალა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. აქედან 2 ქალი 63 და 73 წლის და 2 მამაკაცი 80 და 85 წლის, ოთხივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა და იყო მართვით სუნთქვაზე," - აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.

დღის ამბები